loader

ჩინეთში ოქროს თევზების სილამაზის კონკურსი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში ოქროს თევზების სილამაზის კონკურსი გაიმართა

უჩვეულო სილამაზის კონკურსში, რომელიც ჩინეთში გაიმართა, ლამაზმანი გოგონების ნაცვლად, მონაწილეობა ოქროს თევზებმა მიიღეს. 3 ათასი ოქროს თევზი მათმა მფლობელებმა "მსოფლიოს ოქროს თევზების დედოფლის" ტიტულის მოსაპოვებლად შეაჯიბრეს ერთმანეთს. ოქროს თევზების სილამაზის კონკურსი წელს პირველად ტარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად წყლის ბინადრები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან, მათ შორის ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან და მალაიზიიდან ჩაიყვანეს. საგანგებოდ შერჩეული ჟიური საუკეთესოს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასებს, მათ შორის: ცურვის სტილის, ფერის, სხეულის მოყვანილობისა და ნაყოფიერების მიხედვით.