loader

ენოტი პატრონს ყოველდღე წინდებს ურეცხავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ენოტი პატრონს ყოველდღე წინდებს ურეცხავს

8 თვის ენოტი, სახელად ელი, "მოწესრიგებული დიასახლისია". მის პატრონს, სერგეი პანასენკოს, ყოველ დილით გარეცხილი წინდები ხვდება. პატრონის სისუფთავე ენოტმა თავად იტვირთა.

ელმა სახელი უკვე გაითქვა ჩელიაბინსკში. მისთვის რეცხვა ბუნებრივი ინსტინქტია. ის არავის გაუწვრთნია. ელმა თავად გადაწყვიტა, პატრონისთვის ესიამოვნებინა. შესაბამისად, ახლა სერგეის მუდმივად აქვს სუფთა წინდები.

"ალბათ, ყველა მამაკაცს, ვინც ელს ხედავს, სურვილი უჩნდება, რომ ენოტი იყოლიოს. ელი საკმაოდ ჭკვიანია. ძალით ვერაფერს გააკეთებინებ. უნდა მოელაპარაკოთ, მიუალერსოთ და მაშინ ყველაფერზე თანახმაა. თუ დასჯით, აუცილებლად შურს იძიებს", - აცხადებს სერგეი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე