loader

ლონდონის კინოთეატრში აბეზარ მაყურებლებს ნინძები "შეაშინებენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონის კინოთეატრში აბეზარ მაყურებლებს ნინძები "შეაშინებენ"

შეუწუხებიხართ სხვა მაყურებლის ტელეფონის ზარებს ან გაუთავებელ საუბარს კინოსეანსის დროს? მაშინ თქვენ და, ალბათ, ბევრ კინომოყვარულს მოეწონება ინიციატივა, რომელიც ლონდონის კინოთეატრ "პრინც ჩარლზის" მესვეურებს ეკუთვნით. კინოთეატრში აბეზარ მაყურებელთან "ბრძოლა" გადაწყვიტეს და ამისთვის ნინძების ჯგუფი დაიქირავეს.

სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ნინძების დანიშნულებაა, "თავს დაატყდნენ" იმ მაყურებლებს, რომლებიც სეანსის დროს ლაპარაკობენ ან სატელეფონო ზარებს პასუხობენ. ნინძები აღნიშნავენ, რომ მაყურებელთა რეაქცია მათ მიმართ დადებითია და ჯერჯერობით უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს.