loader

ძალადობას გამართლება არა აქვს! - ნახევრად შიშველი ქალების აღლუმი ლონდონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძალადობას გამართლება არა აქვს! - ნახევრად შიშველი ქალების აღლუმი ლონდონში

ათასობით ქალი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში, რათა ბრიტანეთის მთავრობას მოძალადეებისადმი მეტი სიმკაცრისაკენ მოუწოდოს. ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები აცხადებენ, რომ ბრიტანეთში გაუპატიურების 100 შემთხვევიდან მხოლოდ 7-ში ხდება დამნაშავის დაპატიმრება.

"გაუპატიურება გაუპატიურებად რჩება, მიუხედავად იმისა, გაცვია თუ არა მოკლე კაბა, ხარ თუ არა მთვრალი; მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელთან ერთად 20 წელია ცხოვრობ; მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა ემიგრანტი. ჩვენ ყველას გვჭირდება დაცვა, ჩვენ გვსურს ვიყოთ დაცულები" - აცხადებს აქტივისტთა ლიდერი ანასტასია რიჩარდსონი.

დემონსტრანტთა შორის ბევრი მხოლოდ საცვლებში იყო გამოწყობილი. ასეთი ტიპის დემარშს ქალთა სამყაროში "Slutwalks"-ს უწოდებენ.