loader

"ახალაია ზუგდიდიშ საონჯღორო" - მეგრული ტრანსფარანტები "ქართული ოცნების" აქციაზე ზუგდიდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალაია ზუგდიდიშ საონჯღორო" - მეგრული ტრანსფარანტები "ქართული ოცნების" აქციაზე ზუგდიდში

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ირაკლი ალასანიას მხარდამჭერთა აქცია გაიმართა.

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას მხარდამჭერები აქციაზე მეგრულენოვანი ტრანსფარანტებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ როლანდ ახალაიას თუ ქართულად არ ესმის, რომ ის უკანონოდ აპირებს პარლამენტში მოხვედრას, მაშინ მას მეგრულად მოუწოდებენ, რომ წავიდეს სამეგრელოდან. ტრანსფარანტებზე შემდეგი წარწერებია: "ახალაია ზუგდიდიშ საონჯღორო" (ახალაია ზუგდიდის სირცხვილი), "ახალაია მანიაკებიში მარდუალი" (ახალაია მანიაკების გამზრდელი), "სკანი დროქ მიდართუ" (შენი დრო წავიდა).