loader

ჰოლანდიაში მუზეუმიდან 300 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლანდიაში მუზეუმიდან 300 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს

ჰოლანდიის ერთ-ერთ მუზეუმში შეპარულ ქურდებს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ, რათა საუკუნის თუ არა, უკანასკნელი ათწლეულის ძარცვა განეხორციელებინათ. მოპარული სურათების საერთო ღირებულება 300 მილიონ ევროს უტოლდება. მუზეუმის დაცვა და პოლიცია ადგილზე განგაშის ამოქმედებიდან 5 წუთში მივიდა. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ქურდებისათვის, რათა გოგენის, მატისის, მეიერ დე ჰანის, პიკასოს და მონეს რამდენიმე ნამუშევარი გაეტაცათ - იუწყება დასავლური მედია.

ეს ტრიტონის ფონდის კოლექციის პირველი საჯარო გამოფენა იყო და 150 ნამუშევარს შეიცავდა.

"კუნსტჰალის მუზეუმი 20 წლისაა, კოლექცია კი უნიკალური იყო. ჩვენ ბევრი სხვა უნიკალური გამოფენაც გვქონია, თუმცა დღემდე ასეთი პრობლემები არ შეგვქმნია. რაც არ უნდა გააკეთო, 100%-ით უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია" - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

ეს ჰოლანდიაში ხელოვნების ნამუშევრების პირველი მასშტაბური ქურდობა როდია. 1991 წელს ამსტერდამში მძარცველებმა ვან გოგის 20 სურათი მოიპარეს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია გამოსასყიდის მოთხოვნა. ასევე, ისმება კითხვა, თუ როგორ შეძლეს ქურდებმა ასეთი მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემის განეიტრალება ძალის გამოყენების გარეშე.