loader

ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - უჩვეულო ქართული გამოგონებით უცხოური მედია დაინტერესდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - უჩვეულო ქართული გამოგონებით უცხოური მედია დაინტერესდა

თბილისის აეროპორტიდან ჩამოტანილ ძველ თვითმფრინავში რუსთაველმა გარი ჩაფიძემ საბავშვო ბაღი გახსნა. ამის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ ივნისში გაუწყეთ. ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა. ახლა კი რუსთავური ინოვაციით უცხოური მედია დაინტერესდა. ბრიტანული გამომცემლობა Telegraph უჩვეულო აღმზრდელობით დაწესებულებაზე 22 ოქტომბრის სიუჟეტში იუწყება. კორესპონდენტებმა სასწავლო პროცესი, აღსაზრდელების მშობლები და აღმზრდელები გადაიღეს.

ამჟამად ბაღში 20 აღსაზრდელი სწავლობს. თავის რიგს უჩვეულო ბაგა-ბაღში ჩასარიცხად კიდევ რამდენიმე ათეული პატარა ელოდება.

იხილეთ: ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - რუსთაველი ინდიგო ბავშვები და მასწავლებელი-სტიუარდესები