loader

ქართველი ბრენდონ სთოუნის შთამბეჭდავი შესრულება გერმანულ შოუში The Voice - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ბრენდონ სთოუნის შთამბეჭდავი შესრულება გერმანულ შოუში The Voice

გერმანიაში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი 32 წლის ბრენდონ სთოუნი იგივე ბესიკ შპეტიშვილი პოპულარული შოუს The Voice გერმანულ ანალოგში იღებს მონაწილეობას. 25 ოქტომბერს გამართულ ბრმა ქასთინგზე ბრენდონს კულისებში უკრაინელი მეუღლე და მშობლები გულშემატკივრობდნენ.

მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და პიანისტი ბრენდონ სთოუნი საკმაოდ პროდუქტიული ხელოვანია. იგი სხვადასხვა ჟანრისა და მიმდინარეობის 500-მდე კომპოზიციის ავტორია.

სამშობლოში იშვიათი სტუმარია, და შესაბამისად, მის შემოქმედებასაც ქართველი მსმენელი ნაკლებად იცნობს. თუმცა, ევროპის ქვეყნებში მისი კონცერტები ხშირად იმართება.