loader

კახი კალაძის ოფიციალური შეხვედრის დროს, სამინისტროში შუქი ჩაქრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახი კალაძის ოფიციალური შეხვედრის დროს, სამინისტროში შუქი ჩაქრა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და ყაზახეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის ერბოლ ორიმბაევის შეხვედრის დროს ელექტროენერგია გაითიშა.

ენერგეტიკის სამინისტრო ახლადაშენებული იუსტიციის სახლის მე-4 სართულზე მდებარეობს.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, ვინაიდან შაბათია და დასვენების დღეა, ტექნიკურ პერსონალს არ ეგონა რომ ენერგეტიკის სამინისტროში ვინმე იმყოფებოდა და მით უფრო იქ ორი ქვეყნის მთავრობის საქმიანი შეხვედრა იმართებოდა.

ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრების შეხვედრა უშუქოდ დიდხანს არ გაგრძელებულა. ელექტროენერგია 10 წუთში ჩაირთო.