loader

72 წლის ჩინელი ბაბუა ქალის ტანსაცმლის სარეკლამო სახე გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

72 წლის ჩინელი ბაბუა ქალის ტანსაცმლის სარეკლამო სახე გახდა

პირველი უცნაურობა ამ ამბავში ისაა, რომ ახალგაზრდულ სამოსს 72 წლის მოდელი წარმოადგენს, მეორე და მთავარი შოკი კი ის, რომ 72 წლის მოხუცი... მამაკაცია. რაც უნდა უჩვეულო იყოს, ჩინელი ლიუ ქსიანპინგი ამ პროვოკაციაში საკუთარმა შვილიშვილმა ჩაითრია.

ტანსაცმლის ხაზის რეკლამაში გოგონამ გადაწყვიტა, თავისი ბაბუა გადაეღო, რომელიც უსიტყვოდ დათანხმდა შვილიშვილს, მონაწილეობა მიეღო სახალისო ფოტოსესიაში და სხვადასხვა სტილის კაბები, ფერადი კოლგოტები, ქვედაბოლოები და სხვა აქსესუარები მოერგო. ამით ოჯახმა არაჩვეულებრივ შედეგს მიაღწია: მაღაზიის გაყიდვებმა სარეკლამო პოსტერების გამოსვლის შემდეგ 5-ჯერ მოიმატა.

იხილეთ: 81 წლის სუპერმოდელის, კარმენ დელ ორეფისის გლამურული ფოტოსესია