loader

"მისტიური" კარტოფილი, ხადური და ბენდუქიძის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისტიური" კარტოფილი, ხადური და ბენდუქიძის კომენტარი

"რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მიერ პენსიისა და კარტოფილის ფასის ზრდას შორის არსებულ კორელაციაზე გაკეთებულმა კომენტარმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

"აღარ გაძვირდება კარტოფილი იმიტომ, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობდით, იყო დეკემბერი თუ იანვარი. იანვარში როცა გაზრდი პენსიას, კარტოფილი არ არის. როცა ამას აკეთებ სექტემბერში, კარტოფილი არის, ვაშლიც არის და კიდევ ბევრი სხვა რამ, პომიდორია და ა.შ. ანუ ამ დროს მიწოდებაა გაზრდილი ბაზარზე. საქონელია ბაზარზე", - ამბობს ხადური.

საკითხი ხუმრობის საგნად არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ სხვა გადაცემებშიც იქცა. ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტებში" ამ თემაზე კომენტარი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემაც გააკეთა: "პენსიების გაზრდას ინფლაციასთან კავშირი არ აქვს. რაღაც კონკრეტულ პროდუქტებზე ფასი შეიძლება შეიცვალოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბაზარი ჩაკეტილია და ეს პროდუქტები ვერ შემოდის. რაც შეეხება კარტოფილს, ის ინახება. ზამთარშიც ვყიდულობთ და ზაფხულშიც... მისტიური რაღაცაა ეს კარტოფილი. სხვათა შორის, პერუში, სადაც წარმოიშვა, მისტიურ მნიშვნელობას ანიჭებენ მას" - აღნიშნა ბენდუქიძემ "აქცენტებში".