loader

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელმა, ჯგუფმა The FUNKIDS – 103 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად ერთობლივად გამოავლინეს. ჟიურიმ ქართულ ჯგუფს 12 ქულა დაუწერა.

მეათე საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS , სიმღერით "Funky Lemonade" სცენაზე მე-10 ნომრად გამოვიდა. ჯგუფთან პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობდა. საკონკურსო სიმღერის ტექსტი ბავშვებთან ერთად ნანა ცინცაძემ დაწერა.

მეათე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განახორციელა.

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ანასტასია პეტრიკი გახდა, მან საკონკურსო სიმღერით "Nebo" 138 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე კი გავიდა სომხეთის წარმომადგენელი ჯგუფი Compass – 98 ქულით.