loader

მაწანწალობიდან ჭადრაკის ვარსკვლავობამდე - უგანდელი თინეიჯერის გზა წარმატებისკენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაწანწალობიდან ჭადრაკის ვარსკვლავობამდე - უგანდელი თინეიჯერის გზა წარმატებისკენ

უგანდელი გოგონა ფიონა მუტესი ჯერ კიდევ წერა-კითხვის უცოდინარი იყო, როდესაც 2011 წელს პირველად გაიმარჯვა ჭადრაკის ჩემპიონატში. "როცა ჭადრაკის თამაში დავიწყე, ქუჩაში მეძინა და საჭმელი არ მქონდა ხოლმე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ჩემი ძმისთვის მიმებაძა და თამაში მესწავლა, რადგან ვიფიქრე, რომ ამის მეშვეობით ცოტაოდენი ფულის შოვნა შეიძლებოდა," - აცხადებს იგი CNN-ის მიერ სპეციალურად მისთვის მიძღვნილ რეპორტაჟში. მას შემდეგ ფიონა მუტესიმ კიდევ ბევრი გამარჯვება მოიპოვა და რუსეთში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადაზეც წარმატებით იასპარეზა.

პოპულარობის მოპოვების შემდეგ გოგონამ მშობლიურ ქალაქში ბავშვებისათვის საჭადრაკო კლუბები გახსნა. ახლა კი მისი ბიოგრაფიის მიხედვით "დისნეი" საავტორო ფილმის გადაღებას აპირებს.