loader

სილვიო ბერლუსკონის ახალი სიყვარული - 27 წლის სექსუალური თანაპარტიელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სილვიო ბერლუსკონის ახალი სიყვარული - 27 წლის სექსუალური თანაპარტიელი

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ დაადასტურა გავრცელებული ხმები, რომ 27 წლის ფრანჩესკა პასკალთან აქვს რომანი.

ნეაპოლის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი გოგონა, ბერლუსკონის თვალთახედვის არეში მოხვედრის შემდეგ, სწრაფად "დაწინაურდა": ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრი და ერთ-ერთი მრჩეველი გახდა. ამასთან, ისაა ერთ-ერთი დამფუძნებელი ბერლუსკონის მხარდამჭერი ჯგუფისა, სახელად "სილვიო, გვენატრები".

Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელი პოლიტიკოსი გამოტყდა, რომ ახალგაზრდა ლამაზმანზე დანიშნულია და როგორც კი მეორე ცოლს ოფიციალურად გაშორდება, მაშინვე იქორწინებს.

76 წლის ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ მას არ აშინებს ფრანჩესკასთან ასაკში 49-წლიანი სხვაობა, რადგან მასთან თავს იდეალურად გრძნობს.

იხილეთ:

- ბერლუსკონის პირადი სტომატოლოგი და დეპუტატი პოდიუმზე ნახევრად შიშველი გამოვიდა

- სილვიო ბერლუსკონი მინის კუბოში - "იტალიელების ოცნება"