loader

4,2 მილიონ დოლარად შეფასებული ოქროს ნაძვის ხე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4,2 მილიონ დოლარად შეფასებული ოქროს ნაძვის ხე

თუკი 4,2 მილიონ დოლარს "გაიმეტებთ", ეს ულამაზესი ნაძვის ხე თქვენი საკუთრება გახდება. სამკაულების დიზაინერმა გინზა ტანაკამ ახალი წლის მთავარი აქსესუარი ტოკიოს დისნეის სახლთან თანამშრომლობით დაამზადა და ახალ წელთან ერთად, ამ ძვირადღირებული დეკორაციით დისნეის 110 წლის იუბილეც აღნიშნა. 24-კარატიანი ოქროსგან დამზადებულ ნაძვის ხეს, რომლის შექმნაზეც დიზაინერებმა 2 თვე დახარჯეს, მინი და მიკი მაუსი, ტინკერ ბელი, დონალდ დაკი, კონკია და დისნეის მულტფილმების 50-მდე ცნობილი გმირი ამშვენებს.

ნაძვის ხის ღირებულება 4,2 მილიონი დოლარია და 40 კილოგრამს იწონის. ტანაკამ ოქროს ნაძვის ხის უფრო მოკრძალებული ზომისა და ფასის მქონე ანალოგიც დაამზადა - ვერცხლის ნაძვის ხე 243 ათას დოლარადაა შეფასებული.

იაპონელი დიზაინერი ადრეც ქმნიდა უძვირფასეს საახალწლო ატრიბუტებს. მას ეკუთვნის 1 950 000 დოლარად შეფასებული ოქროს ნაძვის ხე და ოქროს სანტა კლაუსი, რომლის ღირებულება 2,5 მლნ დოლარია.

იხილეთ: ნაძვის ხე, რომელიც ყველა ქალის სახლს დაამშვენებს - კრისტიან ლაბუტენის საახალწლო ბრწყინვალება