loader

ბუშტებით შექმნილი კაბები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუშტებით შექმნილი კაბები

35 წლის იაპონელი მხატვარ-დიზაინერი რიე ჰოსოკაი ახალი კოლექციების შესაქმნელად ლატექსის ბუშტებს იყენებს. მისი სამოსი ყოველთვის ექსტრავაგანტურია, თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს - ადრე თუ გვიან ყველა იფუშება.

ეს ფაქტი დიზაინერს ხელს სულაც არ უშლის. ის უკვე 10 წელია, რაც ლატექსის ბუშტებს, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ტექსტილის მასალას, თავად ბერავს და მისგან კაბებს ქმნის. ამ კაბებს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს: ბუშტების გაბერვით თუ ჩაფუშვით კაბისთვის ნებისმიერი ზომის მიცემაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ბიზნესი ძალიან მომგებიანია. თითოეული ბუშტი მხოლოდ 0.09 ცენტი ღირს, ხოლო მზა კაბებში დიზაინერს ათასობით დოლარს უხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კაბები დიდხანს არ ძლებს, რიეს კაბების ფასი 2000 დოლარიდან 4000 დოლარამდე მერყეობს და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ერთხელ დიზაინერს საქორწინო კაბაც შეუკვეთეს. საქორწინო ატრიბუტიკაში, რომელშიც ბუშტებისგან შექმნილი კაბა, თავსაბურავი და თაიგული შევიდა, კლიენტმა 13 000 დოლარი გადაიხადა.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე