loader

მედუზებმა უკრაინის სანაპიროზე საცურაო სეზონი ჩაშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედუზებმა უკრაინის სანაპიროზე საცურაო სეზონი ჩაშალეს

უკრაინის სანაპიროზე, საპორტო ქალაქ სევასტოპოლთან ახლოს, მედუზა ზღვას შავი ჭირივით მოედო და ადგილობრივებს საცურაო სეზონი ჩაუშალა. ადგილობრივები ამ მოვლენას "მედუზების ჭირს" ეძახიან. მედუზების ფენა იმდენად სქელია, რომ წყალი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელი ხდება. განვითარებული მოვლენებით მხოლოდ მეთევზეები არიან ბედნიერნი. მათი განცხადებით, სადაც ბევრი მედუზა ბინადრობს, იქ მათზე მონადირე თევზიცაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, რაც ქარის მიმართულება შეიცვლება, მედუზები სანაპიროს დატოვებენ.