loader

პრინცესა დიანას სკანდალური ფოტო წარწერით - "არ გამოქვეყნდეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცესა დიანას სკანდალური ფოტო წარწერით - "არ გამოქვეყნდეს"

აშშ-ში, ინტერნეტ-აუქციონზე, პრინცესა დიანას აქამდე უცნობი სკანდალური ფოტო გაიყიდება. შავ-თეთრ ფოტოზე, რომელიც 1980-იან წლებშია გადაღებული, თინეიჯერი პრინცესა დიანა კალთაში უზის მამაკაცს, რომლის იდენტიფიცირებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ფოტო 1981 წლის 26 თებერვლით თარიღდება. საინტერესო ისაა, რომ ბუკინგემის სასახლემ დიანა სპენსერისა და პრინცი ჩარლზის ნიშნობა ამ ფოტოს გადაღებიდან 2 დღეში გამოაცხადა. ფოტოზე დატანილია წარწერა "არ გამოქვეყნდეს".

აუქციონის ორგანიზატორთა თქმით, ფოტო აუქციონზე დაახლოებით 1000 დოლარად გაიყიდებოდა, რომ არა ხსენებული წარწერა, რომელიც მის ფასს რამდენჯერმე ზრდის.