loader

მშვენიერი "ქალთევზების" წყალქვეშა ფოტოსესია ზვიგენთან ერთად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშვენიერი "ქალთევზების" წყალქვეშა ფოტოსესია ზვიგენთან ერთად

ფილიპინებში ორიგინალური ფოტოსესია გაიმართა. საცურაო კოსტიუმებითა და აქსესუარებით შემოსილმა მოდელებმა მსოფლიოში ყველაზე დიდ თევზთან - ვეშაპისებრ ზვიგენთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ფოტოსესიაში. ჰანა ფრეიზერმა და რობერტა მანჩინომ 10 მეტრის სიგრძის წყლის ბინადრის წინ თითქმის ნახევარი საათი იპოზიორეს. ფოტოსესია რომ არაჩვეულებრივი გამოვიდა, ამაში ვიდეო დაგარწმუნებთ. ფოტოგადაღება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ, რომ ვეშაპისებრი ზვიგენი საფრთხის წინაშეა, რადგან თევზი ხშირად ხდება ბრაკონიერების მსხვერპლი. იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის, რადგან ძირითადად წვრილი თევზებითა და კალმარებით იკვებება. ფოტოსესიაზეც ვეშაპისებრი ზვიგენი გემრიელი კალმარების წყალობით "დაითანხმეს".