loader

ინდოელი "ოქროს კაცი" - ბიზნესმენი 23-ათასდოლარიანი პერანგით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი "ოქროს კაცი" - ბიზნესმენი 23-ათასდოლარიანი პერანგით

ყვავილები, შოკოლადები, რომანტიკული ვახშამი რესტორანში - მამაკაცები ამას ქალებზე შთაბეჭდილების მოსახდენად აკეთებენ. თუმცა ამ ინდოელმა მამაკაცმა ყურადღების მიქცევის განსაკუთრებულ ხერხს მიმართა - დატტა პჰუგემ მთლიანად ოქროსგან დაამზადებინა პერანგი, რომელიც 23 ათას დოლარადაა შეფასებული. ინდოელი ბიზნესმენი თავს "ოქროს კაცს" უწოდებს და საკუთარი მაისურის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც 22-კარატიანი ოქროთია "მოქსოვილი".

ინდური პრესა იუწყება, რომ ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია ინდოელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს შორის. ასევე, ცნობილია მამაკაცი, რომელიც 8,5 კილოგრამის წონის, მარგალიტის და სხვადასხვა ძვირფასი ქვისგან დამზადებული სამოსით დადის.