loader

ერთგული ძაღლი, პატრონის ნახვის იმედით, მესას ყოველდღე ესწრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთგული ძაღლი, პატრონის ნახვის იმედით, მესას ყოველდღე ესწრება

იტალიის ქალაქ ბრინდიზის კათოლიკურ ეკლესიაში ძაღლი მესას ესწრება. 7 წლის გერმანული ნაგაზი ლოიალ ტომი პატრონის, 57 წლის მარგერიტა ლოჩის გარდაცვალებას დარდობს. სწორედ ამ ეკლესიაში გაიმართა მარგერიტას პანაშვიდი. ზარის რეკვისას ძაღლი ეკლესიაში შედის და მესას მორჩილად ესწრება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ უზარმაზარი ნაგაზი ეკლესიაში ყოველთვის ჩუმად ზის და არასდროს დაუყეფია.

"როდესაც მესას ვატარებ, ტომი ყოველთვის ეკლესიაშია. მისგან ხმაური არასდროს გამიგია, ძაღლი ჩუმად ზის და არ ყეფს. როდესაც მისი პატრონი ცოცხალი იყო, უფლებას ვაძლევდი, რომ ეკლესიაში ტომისთან ერთად მოსულიყო. მრევლისგან უკმაყოფილება არასდროს გამიგია. ძაღლი არავის აწუხებს.

შეიძლება ითქვას, რომ მარგერიტას გარდაცვალების შემდეგ ტომი ქალაქში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა იშვილა. ხალხს მისთვის საჭმელი მიაქვს, ეფერება, ეთამაშება - ტომი ყველას მეგობარია", - ამბობს მამა დონატო პანა.



საინფორმაციო პორტალი ამბები.გე