loader

პარიზის მოდის კვირეული ელექტრონული შოუთი დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზის მოდის კვირეული ელექტრონული შოუთი დაიწყო

პარიზის მოდის კვირეულზე ირის ვან ჰერპენის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება ელექტრონული შოუთი დაიწყო. ცოცხალი "სკულპტურა" დამსწრე მაყურებელს ელექტრული ტალღების მანიპულაციით ართობდა. ეს დიზაინერის ავანგარდული კოლექციისთვის შესანიშნავი შესავალი იყო. ელექტროობის თემა ასევე აისახებოდა მოდელების ჩაცმულობასა და ვარცხნილობაზე. მათი თმა თითქოს სტატიკური ელექტროობის ზეგავლენის ქვეშ იყო. დიზაინერ ვან ჰერპენის ნამუშევრებში ხშირად გამოირჩევა საზღვაო თემა - გამონაკლისი არც ეს ჩვენება იყო. მაყურებლის აზრით, შოუში დანიელი ვუნდერკინდის ამ დროისთვის ყველაზე ორიგინალური და ხატოვანი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.


euronews.net