loader

მელია როქსის ძაღლური ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელია როქსის ძაღლური ცხოვრება

მელიები და მონადირე ძაღლები, წესისამებრ, მტრები არიან, მაგრამ მელია როქსი უკვე 13 წელია, ძაღლებთან ერთად ცხოვრობს, მათთან ერთად სეირნობს და ძვლებს ღრღნის.

როქსი ბრიტანეთში ველური ბუნების ერთ-ერთი თავშესაფრის თანამშრომლებმა გადაარჩინეს, როდესაც ხიდზე თოკით გამობმული იპოვეს. თავშესაფარში მას მოხალისეები უვლიდნენ, რომლებმაც შეამჩნიეს, რომ როქსი ძაღლური "მიდრეკილებებით" გამოირჩეოდა და ადამიანებთან სიამოვნებით ურთიერთობდა. როდესაც როქსი გამოჯანმრთელდა და მისი ველურ ბუნებაში დაბრუნების დრო დადგა, თავშესაფარში მომუშავეებმა მისი დატოვება გადაწყვიტეს - შიშობდნენ, რომ ზედმეტად მოშინაურებული როქსი გარეთ ყოფნას ვერ გაუძლებდა.

როქსი ამჟამად ძაღლური ცხოვრებით ცხოვრობს - ბურთებს დასდევს, ბაღში ძვლებს ღრღნის და ძაღლის სათამაშოებით თამაშობს.