loader

BBC-ის რადიოწამყვანი თაგვის დანახვაზე პირდაპირ ეთერში აკივლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-ის რადიოწამყვანი თაგვის დანახვაზე პირდაპირ ეთერში აკივლდა

რადიოწამყვანი შელა ფოგარტი, რომელიც ინტერვიუების აკადემიური სტილით გამოირჩევა და ბრიტანეთში საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტია, სტუდიაში პატარა თაგვის დანახვამ ისტერიკაში ჩააგდო.

გადაცემის სტუმარი საუბრის დროს მოულოდნელად გაჩერდა, რადგან სტუდიაში თაგვი შეამჩნია და ამის შესახებ წამყვანსაც უთხრა. ფოგარტს შიშისგან სულ გადაავიწყდა, რომ გადაცემას პირდაპირ ეთერში უძღვებოდა, სკამზე ახტა და კივილი მორთო.

თუმცა სწრაფადვე მოიკრიბა ძალები და მსმენელებს ბოდიში მოუხადა: "ბოდიშს გიხდით, მაგრამ ოთახში თაგვია. კარგად ვარ, უბრალოდ, იატაკზე ფეხს ვერ ვდგამ. მართალია, ეს პატარა არსება ვერაფერს დამიშავებს, თუმცა ეს ფაქტი ძალიან სახალისოა".

მოგვიანებით თაგვი მაგიდაზე აღმოჩნდა და წამყვანმა სტუდიის თანამშრომლებს მიმართა დახმარებისთვის, თანაც "იმუქრებოდა": "ხელზე ოდნავაც რომ შემეხოს, სამსახურიდან მივდივარ".

ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთს და რადგან თაგვს მაინც ვერაფერი მოუხერხეს, წამყვანს სტუდიის შეცვლა მოუხდა.

იხილეთ:

- BBC-ის ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა

- ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა

- ტელეწამყვანის ღორული ჭამა პირდაპირ ეთერში აჩვენეს