loader

რეპორტიორი წლის ექსკლუზივით - ობამას და ბაიდენის მეგობრული სალამი ინაუგურაციიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეპორტიორი წლის ექსკლუზივით - ობამას და ბაიდენის მეგობრული სალამი ინაუგურაციიდან

ამერიკული ტელეარხის, NBC-ის კორესპონდენტს ალ როკერს თამამად შეიძლება ეწოდოს წლის ექსკლუზივი. მან, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო და საინაუგურაციო სცენიდან მომავალ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს გაესაუბრა.

როდესაც ბარაკ და მიშელ ობამები ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ რიგს მიუახლოვდნენ, ალ როკერმა განწირული ხმით დაიწყო პრეზიდენტის სახელის ყვირილი და მისი ყურადღების მიქცევა შეძლო. მან პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ განწყობაზე იყო და ამინდზე რას იტყოდა. ობამამაც მეგობრულად უპასუხა და ჩვეული გულახდილობით გაუღიმა რეპორტიორს. სტუდიაში ამ ფაქტს წამყვანების აპლოდისმენტები მოჰყვა. მათ შეაქეს კოლეგა, რომელმაც უკვე ოფიციალურად დამტკიცებული პრეზიდენტის პირველი კომენტარის აღება შეძლო.

ჯოზეფ ბაიდენთან კი რეპორტიორს კიდევ უფრო გაუმართლა. ვიცე-პრეზიდენტი მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა მას. ემოციებისგან ალ როკერს მიკროფონი გაუვარდა ხელიდან.