loader

"გრემი-2013" - მუსიკალურ დაჯილდოებაზე მამაკაცები დომინირებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრემი-2013" - მუსიკალურ დაჯილდოებაზე მამაკაცები დომინირებდნენ

10 თებერვალს ლოს-ანჯელესში გრემის 55-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გრანდიოზულ შოუს ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყოლია, თუმცა, ერთი ტენდენცია შეინიშნებოდა - წლევანდელ "გრემიზე" სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლები დომინირებდნენ.

ნომინაციაში "წლის საუკეთესო ჩანაწერი" გაიმარჯვა ჯგუფ Gotye feat Kimbra-ს სიმღერამ "Somebody That I Used to Know", წლის ალბომის ჯილდო მიიღო ჯგუფმა Mumford & Sons ალბომისთვის Babel, წლის სიმღერა და წლის დებიუტი კი ამერიკულმა ბენდმა Fun მოიპოვა სიმღერისთვის "We Are Young".

რაც შეეხება წლის პოპშემსრულებლებს, აქ უკვე ქალებიც გამოჩნდნენ: "წლის პოპჩანაწერის" კატეგორიაში ადელმა იმარჯვა, ხოლო "წლის პოპალბომის" კატეგორიაში - კელი კლარქსონმა.

როკ-ნომინაციებში უპირობო ლიდერი აღმოჩნდა ჯგუფი "The Black Keys", ხოლო 4 რეპნომინაციიდან სამში ცნობილმა რეპერმა Jay-Z-იმ და Kanye West-მა გაიმარჯვეს. ცერემონიალზე გამოვიდნენ ელტონ ჯონი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბრუნო მარსი, სტინგი, რიანა, ტეილორ სვიფტი, ჯგუფი ფანი.



საინფორმაციო პორტალი ამბები.გე