loader

ალერსით გართულმა წყვილმა საავტომობილო გზა საწოლით გადაკეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალერსით გართულმა წყვილმა საავტომობილო გზა საწოლით გადაკეტა

წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ლატვიელმა წყვილმა ქალაქ რიგის ცენტრალური საავტომობილო ქუჩა საწოლით გადაკეტა. მათ საკუთარი გრძნობების საჯაროდ დემონსტრირება სურდათ.

წყვილმა გაოგნებული მაყურებლებისთვის საწოლში თეატრალური წარმოდგენა გაითამაშა. ისინი ხილსა და შამპანურს მიირთმევდნენ. ამ დროს საწოლის გარშემო ტრასაზე საცობი წარმოიქმნა.

მოგვიანებით ერთ-ერთმა მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. ვიდრე სამართალდამცვები ადგილზე მიაღწევდნენ, შეყვარებულებმა მიმალვა მოასწრეს და თვითმხილველები გაურკვევლობაში დატოვეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე