loader

მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ქალი 25 კილოგრამს იწონის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ქალი 25 კილოგრამს იწონის

ვალერია ლევიტინა 39 წლისაა, იგი მონაკოში ცხოვრობს და მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ქალია. მისი წონა 25 კილოგრამს შეადგენს. ლევიტინა 20 წლის ასაკიდან იტანჯება ანორექსიით, რაც მუდმივმა დიეტამ განაპირობა. ახლა ვალერია ცდილობს წონაში მოიმატოს და გოგონების დაუმტკიცოს, რომ მისი სხეული არ არის შესაშური და აქ აღსაფრთოვანებელი არაფერია და ანორექსიასთან ბრძოლაა საჭირო.

ბავშვობაში ვალერია სრული აღნაგობის იყო და ეს საშინლად აკომპლექსებდა. წარმოშობით რუსი, მალევე გადავიდა საცხოვრებლად მონაკოში და ხელი სამოდელო ბიზნესს მიჰყო. იგი მონაწილეობას იღებდა სილამაზის კონკურსებში და ყველანაირად ცდილობდა წონაში დაკლებას, რაც სავალალო აღმოჩნდა. ახლა ვალერია პრაქტიკულად ვერ ახერხებს პროდუქტების გემოს შეგრძნებას. იმისთვის, რომ თავი დაიცვას გულის წასვლისგან დაბალი წნევის გამო, იგი ლიტრობით ყავას სვამს.

გოგონას ერთადერთი შემოსავლის წყარო, უმუშევრობის გამო, მიღებული სახელმწიფო დახმარებაა. დედა ვალერიას "მუმიას" და "ცოცხალ გვამს" უწოდებს. გოგონას თქმით, მისი მდგომარეობის მიუხედავად, უამრავი მეილი მოსდის გოგონებისგან, რომლებსაც ეურთ, მას გავდნენ. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ ქუჩაში ადამიანებს მისი, თითქოს, ეშინიათ და ერიდებიან.


tomsk.fm