loader

ესპანელმა დედებმა ეროტიკული კალენდრისთვის გაიხადეს, რათა სკოლის ავტობუსი ეყიდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანელმა დედებმა ეროტიკული კალენდრისთვის გაიხადეს, რათა სკოლის ავტობუსი ეყიდათ

ესპანელმა დედებმა, რომელთაც თავიანთი შვილებისთვის სასკოლო ავტობუსის შენარჩუნება სურდათ, კალენდრისთვის ნახევრად შიშველი ფოტოები გადაიღეს. მათი განცხადებით, უბრალო პროტესტით ისინი ვერაფერს მიაღწევდნენ, ასე კი საკმარისი თანხის შეგროვებას შეძლებენ. ესპანეთში საბიუჯეტო რეფორმა განათლების სისტემასაც შეეხო: ადგილობრივ სკოლას აღარ შეეძლო სკოლის ავტობუსის დაფინანება. შედეგად 600-მდე ბავშვი ზარალდებოდა. სატრანსპორტო საშუალებების ხარჯების დასაფარად სკოლას თვეში 4100 დოლარი სჭირდება. კალენდრის გაყიდვიდან შემოსული თანხის მეშვეობით კი სკოლა ამ თანხის გადახდას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს.