loader

ირანულმა მედიამ მიშელ ობამას დეკოლტე და მოშიშვლებული მხრები დაუფარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანულმა მედიამ მიშელ ობამას დეკოლტე და მოშიშვლებული მხრები დაუფარა

ირანის საინფორმაციო სააგენტო FARS-მა ამერიკის პირველი ლედის საღამოს კაბა, რომელიც მას "ოსკარის" დაჯილდოებაზე ეცვა, ფოტოშოპით უფრო მოკრძალებული გახადა.

პირველი ლედის გამოჩენა წლის მთავარ კინომოვლენაზე ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მიშელ ობამა თეთრი სახლიდან ჩაერთო და საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული "არგო" დაასახელა.

მიშელ ობამა დიზაინერ ნაემ ხანის ვერცხლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, მოშიშვლებული მხრებითა და ღრმა დეკოლტეთი. ირანის ტელევიზიამ მიიჩნია, რომ კაბა ზედმეტად გამომწვევი იყო და ის ფოტოშოპში დაამუშავა.