loader

"ლამბორგინის" შთამბეჭდავი სუპერმანქანა - ჟენევის 2013 წლის ავტოშოუს ვარსკვლავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლამბორგინის" შთამბეჭდავი სუპერმანქანა - ჟენევის 2013 წლის ავტოშოუს ვარსკვლავი

ჟენევაში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ავტოშოუ უკვე 83-ედ იხსნება. დღეს, 5 მარტს იტალიურმა ბრენდმა "ლამბორგინიმ" უკვე წარადგინა ახალი სუპერმანქანა - Lamborghini Veneno 3,9 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მისი მხოლოდ სამი ეგზემპლარია დამზადებული.

ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, მანქანის დიზაინი აეროდინამიკურ ეფექტურობაზეა გათვლილი. Veneno დაფუძნებულია Aventador supercar-ზე და მასავით 6.5 ლიტრის V12 ტიპის ძრავა აქვს, თუმცა მისგან განსხვავებით, 750 ცხენის ძალას ავითარებს. განსაკუთრებული აეროდინამიკური ფორმა საშუალებას იძლევა, მანქანამ 355 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.


ასევე იხილეთ:

- "მფრინავი" Aston Martin - 300-ათასდოლარიანი სუპერმანქანა დუბაის ცათამბჯენზე "შემოსვეს"

-  "ლამბორჯინის" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ორ მანქანას შორის გაიჩხირა