loader

"მომავლის მანქანა" LaFerrari - ახალი ჰიბრიდული სუპერმანქანა "ფერარისგან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომავლის მანქანა" LaFerrari - ახალი ჰიბრიდული სუპერმანქანა "ფერარისგან"

იტალიურმა ბრენდმა "ფერარიმ" 5 მარტს, ჟენევის ავტოშოუზე თავისი პირველი ჰიბრიდი წარადგინა - ფუფუნებისა და ჰიბრიდული ტექნოლოგიის ნაზავი LaFerrari.

"მომავლის მანქანა" - ასე უწოდა ორი სიტყვით "ფერარის" ხელმძღვანელმა ლუკა კორდერო დე მონტეზემოლომ ახალ სუპერმანქანას. "ეს იქნება სტანდარტი მომავლის მანქანებისთვის - მისი ტექნიკური მახასიათებლებით და ტექნოლოგიური სიძლიერით" - აღნიშნა მონტეცემოლომ.

შემქმნელების თქმით, ახალი "ფერარის" ძრავის სიმძლავრე 949 ცხ/ძ, LaFerrari 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღემატება.

LaFerrari-ს ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ექსპერტების მოსაზრებით, ღირებულება 1 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

2002 წლის მოდელის, Enzo-ს მსგავსად, LaFerrari ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა და მსოფლიოში მხოლოდ 499 ადამიანს ექნება მისი ფლობის პატივი. მანქანის შეძენის სურვილი უკვე 700-მდე ადამიანმა გამოთქვა, თუმცა მსურველებს რიგში დგომა 2014 წლის ბოლომდე მოუწევთ - იქამდე, სანამ ყველა ეგზემპლარი არ დამზადდება.


იხილეთ: "ლამბორგინის" შთამბეჭდავი სუპერმანქანა - ჟენევის 2013 წლის ავტოშოუს ვარსკვლავი