loader

სმენადაქვეითებული გოგონას ემოციები ხმის პირველად გაგონებისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმენადაქვეითებული გოგონას ემოციები ხმის პირველად გაგონებისას

შოლების ოჯახი მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავს - პატარა სმენადაქვეითებულმა გოგონამ, რომელიც მათ ჩინეთიდან იშვილეს, პირველად გაიგონა ხმა.

პატარა ჯეიდ შოლს, მას შემდეგ, რაც კოხლეარული (ყურის შიდა ნაწილის სასმენი ფუნქციის მქონე ნაწილი) იმპლანტი ჩაუდგეს, ბედნიერად იცინის და ემოციურად აღნიშნავს დედის, ჯეკი შოლის ხმის გაგონებას.

ჯეიდ შოლი 8 თვის ასაკში მშობლებმა მიატოვეს და ოთხი წელი ჩინეთის ობოლთა თავშესაფარში გაატარა. შოლის ოჯახმა პატარა გოგონა 2 წლის წინ, ჩინეთში მოგზაურობისას იხილა, რის შემდეგაც მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა. ჯეიდი შტატებში ჩამოიყვანეს. ჯეკი, რომელიც ოკლაჰომის სმენადაქვეითებულთა სკოლაში ექიმია, თვითმფრინავშივე მიხვდა, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა.

ახლა გოგონას იმპლანტი ჩაუსვეს, რამდენიმე ტესტი ჩაუტარეს და მისი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.


ასევე იხილეთ:

- სმენადაქვეითებული პატარას რეაქცია დედის ხმის პირველად გაგონებისას

- სმენადაქვეითებულთა კონკურსის ვიცე-მისი - მუსიკალური და მომხიბვლელი მაიკო საყვარელაშვილი