loader

გულისამაჩუყებელი ისტორია უსინათლო ძაღლ ედიზე და მის მეგობარ მაილოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გულისამაჩუყებელი ისტორია უსინათლო ძაღლ ედიზე და მის მეგობარ მაილოზე

უსინათლო ლაბრადორის ერთგული მეგობარი მისი გიდი გახდა. ტერიერი მაილო, რომელიც 6 წლისაა, 7 წლის ედის თვალების მაგივრობას უწევს და სასეირნოდ დაყავს. როგორც ძაღლების პატრონი, 45 წლის მის ბეიკერ-სტედჰემი ამბობს, სანამ ედი დაბრმავდებოდა, ძაღლები გამუდმებით ერთად თამაშობდნენ, მაგრამ ახლა ედი მაილოზეა დამოკიდებული. მაილო ყოველთვის თვალყურს ადევნებს ედის და მის ზურგზე წვება, როდესაც ედი იძინებს.

მაილოს ყელზე ზარი უკეთია, რათა ედის მისი ესმოდეს. თუ ედის გზა აებნევა, ერთგული მეგობარი მის საძებნელად მიდის და სახლში აბრუნებს.