loader

Samsung Galaxy S4 - ახალი სმარტფონი, რომელიც შეგიძლიათ მზერით მართოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Samsung Galaxy S4 - ახალი სმარტფონი, რომელიც შეგიძლიათ მზერით მართოთ

ტელეფონი უფრო მარტივი და უფრო მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის - 14 მარტს "სამსუნგმა" ახალი სმარტფონის, Samsung Galaxy S4-ის პრეზენტაცია გამართა. ახალი Galaxy უფრო თხელია წინა მოდელთან შედარებით (136.6 x 69.8 x 7.9 მმ) და ეკრანიც უფრო დიდი აქვს (13 სმ-მდე). აპარატი დღესდღეობით ყველაზე ძლიერი პროცესორით - რვაბირთვიანი Exynos 5 Octa 5410-ით არის აღჭურვილი. სმარტფონს 13-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომელსაც შეუძლია 100 სურათის გადაღება 4 წამში და 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერა.

ახალ Galaxy-
დაემატა ფუნქცია Eye Scrolling - ანუ სმარტფონი მომხმარებლის მზერას ადევნებს თვალყურს და საზღვრავს, თუ სად კითხულობს მფლობელი ტექსტს, რათა საჭირო მომენტში ავტომატურად გადაფურცლოს გვერდი ან დააპაუოს იმ შემთხვევაში, თუ პატრონი მზერას მოაშორებს ეკრანს. ახალი ფუნქციის, Floating Touch-ის მეშვეობით, ტელეფონის მართვა შეხების გარეშეც შეიძლება.

მოდელის შეძენა ორ - შავ და თეთრ ფერში იქნება შესაძლებელი, შიდა მეხსიერებით 16, 32, 64 გბ. ტელეფონს ასევე 2 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს.