loader

ჭარბწონიანობა უკვე შინაურ ცხოველებსაც აწუხებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭარბწონიანობა უკვე შინაურ ცხოველებსაც აწუხებთ

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოკოლაჟში, ადამიანის საყვარელი ოთხფეხა მეგობრების მიმართ გადაჭარბებული სიყვარულის დამღუპველი ეფექტებია ასახული. ვეტერინარები ამბობენ, რომ სიმსუქნე არა მხოლოდ ადამიანებშია ეპიდემიად ქცეული, არამედ ცხოველთა სამყაროშიც გადაინაცვლა.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 18 მილიონამდე შინაურ ცხოველს, მათი პატრონები მაღალკალორიული საკვებით "ანებივრებენ" და სულ უფრო ნაკლებად აძლევენ მოძრაობის საშუალებას. ჭარბი წონა ცხოველებში ისეთივე პრობლემებს იწვევს რასაც ადამიანებში. კერძოდ კი ართრიტს, დიაბეტს და გულთან დაკავშირებულ დაავადებებს.