loader

დღეიდან ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება

დღეიდან ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება, უმეტეს რაიონებში იწვიმებს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას უკავშირდება. შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 18 მარტის ღამიდან ამინდი უფრო გაუარესდება, წვიმის ინტენსიურობა მოიმატებს და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, 20-25 მეტრი წამში. თბილისის გარეუბნებში შესაძლოა, ქარის სიჩქარემ 30 მეტრიც შეადგინოს.  

საქართველოს შიდა რაიონებსა და მთიან ზონაში ჰაერის ტემპერატურის დაწევამ უარყოფით ნიშნულამდე შესაძლოა, გამოიწვიოს ყვავილობის ფაზაში ყოფი სასოფლო სამეურნეო კულტურების ყვავილების დაზიანება.
ამასთან, ძლიერმა წვიმებმა და მთაში თოვლის ინტენსიურმა დნობამ მდინარეთა აუზებში შესაძლოა, გამოიწვიოს წყლის მატება სახიფათო ნიშნულამდე.