loader

ნანი ბრეგვაძის პაროდია ჯგუფ "ფაბრიკას" სოლისტის შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანი ბრეგვაძის პაროდია ჯგუფ "ფაბრიკას" სოლისტის შესრულებით

რუსეთში ცოტა ხნის წინ მუსიკალური გასართობი შოუ Один в один-ს პრემიერა შედგა, რომელიც უკრაინული შოუ ШОУМАSТГОУОН-ის ანალოგია. შოუს წესების თანახმად, 10 ცნობილი შემსრულებელი შოუბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლის პაროდიას აკეთებს.

17 მარტის ეპიზოდში ჯგუფ "ფაბრიკას" ყოფილმა სოლისტმა სატი კაზანოვამ მომღერალი ნანი ბრეგვაძე განასახიერა და სიმღერა Снегопад შეასრულა. მისმა გამოსვლამ ჟიურიში დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველამ თბილი სიტყვებით მოიხსენია ქართული სცენის ვარსკვლავი. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა გენადი ხაზანოვმა კი ნანი ბრეგვაძეს საიუბილეო წელი მიულოცა - მომღერალი წელს 75 წლის ხდება. დარბაზი ხაზანოვის მილოცვას ფეხზე ადგომით და აპლოდისმენტებით შეხვდა.