loader

MinusIQ - აბები ინტელექტის დასაქვეითებლად "ზედმეტად" ჭკვიანი ადამიანებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

MinusIQ - აბები ინტელექტის დასაქვეითებლად "ზედმეტად" ჭკვიანი ადამიანებისთვის

თუ თქვენ თავს ზედმეტად ჭკვიან ადამიანად თვლით და ეს საკითხი (რატომღაც) გაწუხებთ, ახლა უკვე შესაძლებელია ამ "პრობლემის" მოგვარება. ბრიტანელი მეცნიერები დედამიწის ინტელექტუალურ ნაწილს სთავაზობენ აბებს, რომლებიც ხელს უწყობს ინტელექტის 10-50 პუნქტით დაქვეითებას.

იდიოტები ჭკვიანებზე უფრო ბედნიერები არიან - ასე განმარტავს ლონდონური კრეატივ-ჯგუფი Sleepthinker ახალი აბების მიღების აუცილებლობას. როგორც Sleepthinker-ში აცხადებენ, დედამიწის უდიდესი ნაწილი იდიოტებითაა დასახლებული, ჭკვიანი ადამიანები კი უმცირესობაში არიან. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჭკვიანი ადამიანების ყოფა უფრო მარტივი გახდეს, ისინი ზემოხსენებული აბების მიღებას გთავაზობენ.

"სამწუხაროდ", ამ ეტაპისთვის მსგავსი აბები ჯერ არ დამზადებულა. ინტერნეტსივრცეში მხოლოდ პრეპარატის სარეკლამო რგოლი გამოჩნდა. როგორც ჩანს, მესვეურები აბების მომხმარებლების რაოდენობის წინასწარ დადგენას ცდილობენ და არცთუ უშედეგოდ: სარეკლამო ვიდეორგოლი ერთ კვირაში 1 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

თავად განსაჯეთ, სჭირდება სამყაროს ასეთი აბები?