loader

BMW-ს შურისძიება Audi-ზე - ორი ბრენდის "საშიში თამაშები" თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BMW-ს შურისძიება Audi-ზე - ორი ბრენდის "საშიში თამაშები" თბილისში

ორ გერმანულ ავტოკონცერნს შორის არსებულ სარეკლამო დაპირისპირებაში საქართველოც ჩაება. კერძოდ, ავტომოყვარულთა საიტზე autoevolution.com გამოქვეყნდა ვიდეო, საქართველოს BMW-ს კლუბის წევრების მონაწილეობით. "პეინთბოლის იარაღებით აღჭურვილმა BMW-ს მოყვარულებმა Audi-ს კლუბის შეკრებაზე ამ ბრენდის მოყვარულებს აჩვენეს - ვინ არის ბოსი" - აღნიშნულია საიტზე ვიდეოს აღწერილობაში.

"მტრის" მანქანების წინ გაჩერებული რამდენიმე BMW-დან (მათ შორისაა: E46s, E39s, E36s, E38) მძღოლები და მგზავრები გადმოდიან და მწკრივში ჩაყენებულ "აუდის" მანქანებს ფერადი საღებავის ტყვიებს უშენენ.

"ახლა ჯერი შენზეა, "აუდი" - გამოწვევას უგზავნის ვიდეოს ბოლოს BMW ცნობილ კონკურენტს.