loader

სუნამო Everything - 1400 სურნელი ერთ ბოთლში ჩამოასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუნამო Everything - 1400 სურნელი ერთ ბოთლში ჩამოასხეს

2012 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, პარფიუმერებმა 1400 სუნამო შექმნეს. ჰოლანდიელმა ხელოვანებმა ლენერტმა და სანდერმა, გადაწყვიტეს ყველა ეს სურნელი ერთ ბოთლში გაეერთიანებინათ. მათ 1400 სუნამო ერთ ბოთლში ჩამოასხეს და სახელად "Everything" უწოდეს. მიღებული სითხის საერთო მოცულობამ ერთნახევარი ლიტრი შეადგინა.

კითხვაზე, რა სუნი აქვს ახალ სუნამოს, არტ-დუეტის წევრები პასუხობენ: "Everything-ს ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ნებისმიერ პარფიუმერულ მაღაზიაში შესულს დაგხვდებათ. ჩვენმა ერთმა მეგობარმა ის Chanel #5-ს შეადარა. მართალია ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ გვიხარია, რომ 2012 წლის ყველა სურნელს, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სუნამოს სუნი აქვს".

სურნელოვანი "აჯაფსანდალი" პარიზის ერთ-ერთ მაღაზიაში უკვე იყიდება.