loader

"ბნელი მატერიის" საიდუმლოს, შესაძლოა, ფარდა აეხადოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბნელი მატერიის" საიდუმლოს, შესაძლოა, ფარდა აეხადოს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ, შესაძლოა, მალე ფარდა აეხადოს ჩვენი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებას. მკვლევართა ჯგუფმა, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მაგნიტური ალფა-სპექტრომეტრის მუშაობას აკვირდება, კოსმოსში "ბნელი" მატერიის" არსებობის კვალი აღმოაჩინა.

"მჯერა, რომ კოსმოსურ სადგურზე ჩვენი ყოფნის პერიოდში საკმაო დრო გვექნება, რათა ამოვხსნათ ეს საიდუმლოება", - აცხადებს ნობელის პრემიის ლაურეატი სემუელ ტინგი.

"ბნელი მატერია" ეს არის სუბსტანცია, რომელიც არ წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და არ ურთიერთქმედებს მასთან. ამიტომ მასზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით