loader

ტრუსზე გამობმული ბაწრით ხიდიდან ხტომას მამაკაცმა ლამის "ღირსება" შესწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრუსზე გამობმული ბაწრით ხიდიდან ხტომას მამაკაცმა ლამის "ღირსება" შესწირა

ინტერნეტში "პრანკსტერების" - Children Of Poseidon-ის გიჟური გართობა გავრცელდა. ექსტრემალების ჯგუფი Children Of Poseidon დაფუძნებულია ავსტრალიაში და სამი წევრისგან შედგება. ახალგაზრდები თავიანთ გიჟურ გართობებს იღებენ და Youtube-ზე ანთავსებენ. მათ უკვე მილიონობით მნახველი ჰყავთ.

რამდენიმე დღის წინ Children Of Poseidon-მა ახალი გართობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, თუმცა ეს "გართობა" ერთ-ერთი ექსტრემალისთვის ლამის ფატალური აღმოჩნდა: ახალგაზრდა მოხალისე ხიდიდან წყალში ტრუსებზე გამობმული ბაწრით გადახტა, მაგრამ ბაწარი ზედმეტად გამძლე გამოდგა და "ექსტრემალი" ხიდზე უხერხულად დაეკიდა. თითქმის ნახევარი წუთის მანძილზე ახალგაზრდა განწირული ხმით ითხოვდა შველას. მეგობრებმა, როგორც იქნა, იპოვეს დანა და განსაცდელისგან იხსნეს უიღბლო ექსტრემალი.

როგორც კადრებიდანაც ჩანს, სახიფათო გართობამ ახალგაზრდას კვალიც დაატყო, თუმცა, როგორც ჩანს, მამაკაცმა "ღირსება" გადაირჩინა, რადგან გიჟურ გართობაზე უარის თქმას არ აპირებს.