loader

რჩევები მიტოვებულებს - როგორ უნდა "გააწამოთ" ყოფილი შეყვარებული "ფეისბუქით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რჩევები მიტოვებულებს - როგორ უნდა "გააწამოთ" ყოფილი შეყვარებული "ფეისბუქით"

შეყვარებულმა მიგატოვათ? დროა სამაგიერო გადაუხადოთ. მაიკ ქეიფსი შეყვარებულისგან მიტოვებულ მამაკაცებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

რჩევა 1: გადაიღეთ სურათი გოგონასთან ერთად და დააყენეთ პროფილზე, ოღონდ ისე, რომ გოგონას სახე არ გამოჩნდეს. რჩევა 2: გააკეთეთ ის, რაზეც მანამდე შეყვარებული გსაყვედურობდათ. რჩევა 3: დაპოსტეთ ჩვეულებრივი სტატუსები, მაგალითად: მაგარი საღამო იყო გუშინ, ზურგი ჯერ კიდევ მტკივა. ამას რომ კითხულობს თქვენი ექს-გოგონა, ალბათ ფიქრობს რომ ისევ ისეთი ჭკუასუსტი ხართ როგორიც იყავით, მაგრამ საკმარისია წინადადებას თვალჩაკრული სმაილი დაურთოთ, რომ ეს ყველაფერი სიტუაციას ცვლის...

და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, ყველა ფოტოში, "შემთხვევით" მოხვდეს ნებისმიერი ქალური დეტალი: ჩანთა, შამპუნი, შარფი, რაც შექმნის შთაბეჭდილებას, რომ თქვენს გვერდით მუდამ მისტიკური ქალია, ისეთი, რომელიც კადრში თავად არასოდეს ჩანს.