loader

სნაიპერის "მსხვერპლი" და ცოცხლად დასამარხად განწირული გამვლელები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სნაიპერის "მსხვერპლი" და ცოცხლად დასამარხად განწირული გამვლელები

ქუჩაში წინასწარ შერჩეული რამდენიმე გამვლელი, ერთი ქალი და ორი მამაკაცი, სნაიპერის ტყვიის მსხვერპლი ხდება. თუმცა "მსხვერპლი" მალევე აღმოაჩენს რომ ეს არა ჭრილობა, არამედ წითელი საღებავია. სიკვდილს გადარჩენილი, სასწრაფო დახმარების ექიმებს ვერ აგებინებს რომ არაფერი სჭირს. სასწრაფოს მანქანიდან მსხვერპლები სარიტუალო დარბაზში გადაყავთ, სადაც სასახლეში ჩაასვენებენ... ისტერიკაში ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ წუთი-წუთზე ცოცხლად დაიმარხებიან, ხმამაღლა ითხოვენ შველას, თუმცა მათი არავის ესმის...

საშიში სიუჟეტია არა? და ეს ყველაფერი, არც მეტი არც ნაკლები ფრანგული სამზარეულო ტექნიკის მწარმოებლის Cuisinella-ს ბოროტი ხუმრობაა, რომელიც რეკლამისთვის ჩვეულებრივ გამვლელებზე გამოსცადეს. ბრენდი ამ ვიდეორგოლის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რის გამოც სარეკლამო კამპანია მხოლოდ ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტში.