loader

ძვირფასეულობაზე მონადირე მოცეკვავეების ვნებიანი ტანგო Dancing With The Stars-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძვირფასეულობაზე მონადირე მოცეკვავეების ვნებიანი ტანგო Dancing With The Stars-ში

15 აპრილს, Dancing With The Stars-ის ახალი სეზონის მორიგ ტურში, მონაწილეებს კიდევ ერთი მოცეკვავე წყვილი უწევდა პარტნიორობას. 16 წლის მსახიობმა ზენდეამ და მისმა პარტნიორმა ვალ ჩმერკოვსკიმ, ამ უკანასკნელის ძმასთან, მაქსიმ ჩმერკოვსკისთან და მოცეკვავე ანა ტრებუნსკაიასთან ერთად ცეცხლოვანი არგენტინული ტანგო შეასრულეს. სიუჟეტის მიხედვით, "ბოროტმოქმედი" გოგონები სამეფო ძვირფასეულობას იპარავენ, მამაკაცები კი მოპარულ სამკაულებზე ნადირობას იწყებენ... საინტერესო სიუჟეტმა და არაჩვეულებრივმა შესრულებამ ზენდეასა და ვალ ჩმერკოვსკის ახალ სეზონში პირველი უმაღლესი შეფასება მოუტანა. წყვილი 39 ქულით სიის სათავეში მოექცა.


იხილეთ:

16 წლის მსახიობის ვარსკვლავური ცეკვა Dancing With The Stars-ის სცენაზე

თინეიჯერი ვარსკვლავის გასაოცარი "ჯაივი" და აღფრთოვანებული მაყურებელი