loader

"ზედმეტად სიმპათიურობის" გამო საუდის არაბეთიდან სამი მამაკაცი გააძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზედმეტად სიმპათიურობის" გამო საუდის არაბეთიდან სამი მამაკაცი გააძევეს

საუდის არაბეთში უჩვეულო და კომიკური ფაქტი დაფიქსირდა: ქვეყნიდან სამი მამაკაცი გააძევეს... "ზედმეტად სიმპათიურობის" ბრალდებით.

მამაკაცები, რომლებიც ერ-რიადში მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის ფესტივალს ესწრებოდნენ, შარიათის გვარდიის წევრებმა დააკავეს. გვარდიის წევრებმა ისინი "ზედმეტად მომხიბვლელებად" მიიჩნიეს და იმის შიშით, რომ დღესასწაულის მონაწილე ქალებს მამაკაცები არ შეყვარებოდათ, "უცხო თვალს" გაარიდეს.

"ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინფორმაცია უკვე დაგვიდასტურა. მათი თქმით, ემირატებიდან ჩამოსული დელეგაციიდან 3 მამაკაცი ზედმეტად მიმზიდველები იყვნენ. ორგანიზატორებს შეეშინდათ, რომ ისინი ქალებს თავბრუს დაახვევდნენ და ამ მიზეზით გაისტუმრეს ქვეყნიდან დეპორტით", - წერს არაბული გაზეთი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე