loader

პლანეტის უხუცეს ადამიანს 116 წელი შეუსრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პლანეტის უხუცეს ადამიანს 116 წელი შეუსრულდა

პლანეტის უხუცეს ადამიანს, იაპონელ ძიროემონ კიმურას 116 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მას გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატი გადასცეს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ იუბილარს ვიდეომილოცვა გაუგზავნა, რომელშიც ბატონ კიმურას ქვეყნის სიამაყეს უწოდებს. ჯერ კიდევ გასულ წელს, უხუცესი მამაკაცი მხნედ გამოიყურებოდა, თუმცა წელს იუბილეს საწოლში შეხვდა. ძიროემონ კიმურას ხუთი შვილი, 14 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი და 13 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

კიმურა 1897 წლის 19 აპრილს დაიბადა. ის პლანეტის უხუცეს ადამიანად გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ აღიარეს, რაც შეერთებულ შტატებში ამ ტიტულის მფლობელი ქალბატონი ბესი კუპერი გარდაიცვალა. იაპონიაში მსოფლიოს უხუცესი ქალბატონიც ცხოვრობს. მისაო ოკავა 115 წლისაა.