loader

შანხაის ვარსკვლავები BMW-სა და MERCEDES-BENZ-სგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შანხაის ვარსკვლავები BMW-სა და MERCEDES-BENZ-სგან

მიმდინარე კვირას შანხაიში გაიხსნა ავტოშოუ, სადაც მსოფლიოს ცნობილი ავტომწარმოებლები საკუთარი სტუდიური და სერიული ავტომობილების პრეზენტაციას ახდენენ.

როგორც ცნობილია, ჩინეთი მსოფლიო ავტოგიგანტებისთვის უმსხვილესი ბაზარია და აქ კონკურენცია ყველაზე მძაფრ ფორმებს იღებს.
შანხაის ავტოშოუს ყველაზე ხმაურიან დებიუტებს შორის გამორჩეული იყო ორი გერმანელი ავტომწარმოებელი: BMW და MERCEDES-BENZ, რომლებმაც ავტოსალონზე კონცეპტუალური კროსოვერები წარმოადგინეს.

"მერსედესის" სიახლე GLA კომპაქტური ტიპის კროსოვერია, რომლის სერიული გაყიდვები 2014 წლის იანვარში დაიწყება და მის მთავარ კონკურენტებად BMW X 1 და Audi Q 3 მოიაზრება, ხოლო BMW-ს ახალი კონცეპტი X4 ცნობილი "კუპეს" სტილის კროსოვერია, რომელიც ფორმებით მის ”უფროს ძმას” - X 6-ს გავს.