loader

37 წლის ქალმა ბიოლოგიური დედა Facebook-ით იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

37 წლის ქალმა ბიოლოგიური დედა Facebook-ით იპოვა

აშშ-ის შტატ პენსილვანიაში მცხოვრებმა დონა შეერმა ბიოლოგიური დედა Facebook-ში იპოვა. სოციალური ქსელის მეშვეობით დონამ დედა 37 წლის შემდეგ პირველად გაიცნო. ქალი დედას რამდენიმე წელი უშედეგოდ ეძებდა. მან მშობლის ქალიშვილობის გვარი იცოდა და საბედნიეროდ, ის სწორედ ამ გვარით იყო ქსელში დარეგისტრირებული. დონას დედა დიანა გლადვინ გილია.

თავდაპირველად დონა დედას Facebook-ში მეგობრებში დამატებას სთხოვდა. ქალს პროფილი უცხო ადამიანებისთვის დახურული ჰქონდა და მისთვის შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელი იყო. დიანა უცნობ ადამიანს არ ამატებდა, დონა კი დედას 1 წლის განმავლობაში სისტემატურად უგზავნიდა თხოვნას მეგობრობაზე. მათ

დიანამ ქალიშვილი მისი გაჩენისთანავე გააშვილა. მაშინ ახალგაზრდა დედა მხოლოდ 16 წლის იყო.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე